ირაკლი ქარსელაძემ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობა დატოვა, მას რევაზ სოხაძე შეცვლის
ირაკლი ქარსელაძემ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობა დატოვა, პოსტზე რევაზ სოხაძე დაინიშნა.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა.
მანდ ირაკლი ქარსელაძეს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.