loader

"გაიარეთ ქალაქში და ნახავთ! მარტივ მაგალითს მოგიყვანთ, თუნდაც გადახედეთ ავტომობილების რაოდენობას" - კახა კალაძე კითხვაზე, როგორ აისახება მოქალაქეებზე ეკონომიკური ზრდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გაიარეთ ქალაქში და ნახავთ! მარტივ მაგალითს მოგიყვანთ, თუნდაც გადახედეთ ავტომობილების რაოდენობას" - კახა კალაძე კითხვაზე, როგორ აისახება მოქალაქეებზე ეკონომიკური ზრდა

თბილისის მერის თქმით, დღეს არ არის საქართველოში ის სიტუაცია, რაც 2012 წლამდე იყო. როგორც კახა კალაძემ განმარტა, ქვეყანა ეკონომიკური თვალსაზრისით ვითარდება, ეკონომიკური ზრდა არის, ბიზნესი ვითარდება და სამუშაო ადგილები იქმნება.

კითხვაზე, როგორ აისახება მოქალაქეებზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, კახა კალაძემ განმარტა, რომ ამის ერთ-ერთი მაჩვენებელი დედაქალაქში გაზრდილი ავტომობილების რაოდენობაა.

„გაიარეთ ქალაქში და ნახავთ. მარტივ მაგალითს მოგიყვანთ, თუნდაც გადახედეთ ავტომობილების რაოდენობას, რამდენი იყო და რამდენი ავტომობილი გადაადგილდება დღეს დედაქალაქში. რა თქმა უნდა, ავტომობილების რაოდენობაზეც აისახება, პირდაპირ კორელაციაშია. შეგიძლიათ ნახოთ, ეს ერთ-ერთი პატარა მიმართულებაა, თორემ ბევრი სხვადასხვა მნიშვნელოვანი თემაა “,- განაცხადა კალაძემ.