loader

პირი, რომელიც ყვარელში, საცხოვრებელი სახლის წინ მჯდომ ცოლ-ქმარს დაეჯახა, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა - რამდენწლიანი პატიმრობა ემუქრება 26 წლის ბრალდებულს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირი, რომელიც ყვარელში, საცხოვრებელი სახლის წინ მჯდომ ცოლ-ქმარს დაეჯახა, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა - რამდენწლიანი პატიმრობა ემუქრება 26 წლის ბრალდებულს?

საქართველოს პროკურატურამ, ყვარლის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი პირის გარდაცვალების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 აპრილს, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ბრალდებული გადავიდა საავტომობილო გზიდან და შეეჯახა ორ პირს, რომლებიც მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალნენ.

სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევიდან მალევე დააკავეს. პროკურატურამ დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის წესის დარღვევა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს" - ნათქვამია პროკრუატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ყვარ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ავა­რი­ას ცოლ-ქმრის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. შემ­თხვე­ვა სო­ფელ სა­ბუ­ი­ში, 22 აპ­რილს, სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში მოხ­და. მათ­სა­ვე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის წინ, ჭიშ­კარ­თან ის­ხდნენ 66 წლის მა­რი­კა და 67 წლის ბი­ჭია ამ­ბრო­სიშ­ვი­ლე­ბი და მე­ზობ­ლებ­თან სა­უბ­რობ­დნენ, როცა წყვილს მო­უ­ლოდ­ნე­ლად მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა. ორი­ვეს სი­ცო­ცხლის­თვის შე­უ­სა­ბა­მო და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ჰქონ­და და ორი­ვე გარ­და­იც­ვა­ლა. დამნაშავე 26 წლის ბიჭია.