"ამ ტრაგედიის გაგრძელება რა იქნება, არავინ იცის... უზრდელობდნენ, იგინებოდნენ, გიამ შენიშვნა მისცა... ამის გამო მოკლეს" - ყაზბეგში მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალები
20 აპრილს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გველეთში სასტიკი მკვლელობა მოხდა. 47 წლის გია ხაიკაშვილს დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს, რის შედეგადაც მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა. 22 აპრილს სამართალდამცველებმა ორი ბრალდებული დააკავეს.
მოკლული გია ხაიკაშვილის ახლობელი ambebi.ge -ს უყვება:
"გია სტეფანწმინდაში ცხოვრობდა, უძვირფასესი პიროვნება იყო, ყველას იმედი და გვერდში მდგომი ვაჟკაცი. იმ ღამით აღდგომის დღესასწაულს ზეიმობდნენ მეზობლები, დღეობაზე გიაც იყო. ქუშაშვილები - ძმები და ბიძაშვილები (სულ ხუთნი იყვნენ) უზრდელობდნენ, იგინებოდნენ, რისთვისაც გიამ შენიშვნა მისცა, წესრიგისკენ მოუწოდა. ძმებს უთქვამთ, ჩვენ კიდევ შევხვდებით ერთმანეთსო. რამდენიმე ხნის შემდეგ ისინი რესტორან "წანარეთში“ შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც ქუშაშვილებს გიას დაცინვა დაუწყიათ, სათვალე ხომ არ გიჭერსო და მსგავსი რეპლიკებით აიგდეს. იქაც მოხდა შელაპარაკება და როცა გია უკან წამოსულა, დაურეკავთ მისთვის და საქმის გასარჩევად დაუბარებიათ - გველეთს ჩამოდი, იქ გელოდებითო.განაგრძეთ კითხვა>>