loader

"სწორია, რომ არაფერს თმობს ზელენსკი... ჩვენც, რომ არ ვთმობთ აფხაზეთს და სამაჩაბლოს - ეს ორი მხარე თუ წაიღო რუსეთმა, შემდეგ ჯავახეთს აგვიფეთქებს..." - ნათია ფანჯიკიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სწორია, რომ არაფერს თმობს ზელენსკი... ჩვენც, რომ არ ვთმობთ აფხაზეთს და სამაჩაბლოს - ეს ორი მხარე თუ წაიღო რუსეთმა, შემდეგ ჯავახეთს აგვიფეთქებს..." - ნათია ფანჯიკიძე

"სწორია, რომ არაფერს თმობს ზელენსკი.

ჩვენც რომ არ ვთმობთ აფხაზეთს და სამაჩაბლოს, მხოლოდ იმიტომ კი არა, რომ ჩვენი ტერიტორიების და თავიანთ სახლებში დევნილების დაბრუნება გვინდა, დამატებით იმიტომ რომ ეს ორი მხარე თუ წაიღო რუსეთმა, შემდეგ ჯავახეთს აგვიფეთქებს და ასე მორიგეობით, რამდენი საზღვარიც გვაქვს" - ამის შესახებ ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, რუსეთი თუ სასაკლაოს არ აწყობს, მნიშვნელობას ვერ იძენს .

"რუსეთს სხვანაირად არსებობა არ შეუძლია, უუნაროა დაკავდეს საკუთარი დამპალი ეკონომიკური, მორალური და კულტურული განვითარებით, რომ როდესმე ცივილიზებულ ქვეყნებს შორის გახდეს თანაბარი და არა დიქტატურებს შორის ხედავდეს თავს.

რუსეთი თუ სასაკლაოს არ აწყობს, მნიშვნელობას ვერ იძენს და ყურადღებას ვერ იმსახურებს. ერთი ბარტყის გადაგდებით ვერ გააძღობ, ვერც ყველა ბარტყის გადაგდებით." - წერს ნათია ფანჯიკიძე