ვრცელდება მძიმე კადრები - ვიდეოში ჩანს, როგორ გაუჩნდა ცეცხლი თვითმფრინავს, როდესაც ის ასაფრენ ბილიკზე იმყოფებოდა
აშშ-ში, ორლანდოს აეროპორტში Delta Airlines-ის თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა, რის გამოც მგზავრების ევაკუაცია გახდა საჭირო. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, ცეცხლი თვითმფრინავის ერთ-ერთ ძრავს გაუჩნდა, როდესაც ის ასაფრენ ბილიკზე იმყოფებოდა. თვითმფრინავი ფლორიდის აეროპორტიდან ატლანტას მიმართულებით უნდა გაფრენილიყო.
მგზავრებმა, ბორტზე გაჩენილი ცეცხლის გამო, თვითმფრინავი საგანგებო მდგომარეობაში, საავარიო ტრაპების მეშვეობით დატოვეს.
ავიაკომპანიის ინფორმაციით, ბორტზე 200 მგზავრი და ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.