loader

თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინ მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს დაშავებული ახალგაზრდა, ლაშა-გურამ ღონღაძე კლინიკაშია მოთავსებული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინ მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს დაშავებული ახალგაზრდა, ლაშა-გურამ ღონღაძე კლინიკაშია მოთავსებული

თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინ მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს დაშავებული ახალგაზრდა, ლაშა-გურამ ღონღაძე კლინიკაშია მოთავსებული.

ადვოკატ ელგუჯა ავსაჯანიშვილის ინფორმაციით, დაშავებულ ახალგაზრდას სუნთქვა უჭირს

ლაშა-გურამ ღონღაძემ დაზიანებები მაშინ მიიღო, როცა ის მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა სხვა ახალგაზრდებთან ერთად თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანეს.

აქტივისტები სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვითაც 21 აპრილს დაკავებულ ლევან ზაზაძეს მოსამართლემ 12-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.