დაიღუპა 9 ადამიანი, 63 დაშავდა, მათ შორის, 6 ბავშვია - რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინას დრონებით, ბალისტიკითა და რაკეტებით უტევს
რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინას დრონებით, ბალისტიკითა და რაკეტებით უტევს, უკრაინული მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად კიევში 9 ადამიანი დაიღუპა და 63 - დაშავდა. დაშავებულებს შორის 6 ბავშვია. დანგრეულია საცხოვრებელ სახლები, ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ადამიანების ძებნა კი ამ დრომდე გრძელდება.