"დამნაშავე კი 26 წლის ბიჭია... საოცარი ცოლ-ქმრობა ჰქონდათ, სულ ერთად იყვნენ და ერთად წავიდნენ ამ ქვეყნიდანაც" - რას ჰყვება ადგილობრივი მაცხოვრებელი კახეთის ტრაგედიაზე
ყვარლის მუნიციპალიტეტში ავარიას ცოლ-ქმრის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ საბუიში, 22 აპრილს, საღამოს საათებში მოხდა. მათსავე საცხოვრებელი სახლის წინ, ჭიშკართან ისხდნენ მარიკა და ბიჭია ამბროსიშვილები და მეზობლებთან საუბრობდნენ, როცა წყვილს მოულოდნელად მანქანა დაეჯახა. სამწუხაროდ, ორივეს სიცოცხლისთვის შეუსაბამო დაზიანებები ჰქონდა და ორივე გარდაიცვალა.
მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, დაშავებული მარიკა კი კლინიკაში მიჰყავდათ, მაგრამ გზაში ისიც გარდაიცვალა.ერთ- ერთი ვერსიით, ავტოავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარეა. მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია და სამართალდამცველები დაადგენენ ტრაგედიის მიზეზს.
"ჩვენი თანასოფლელები მარიკა და ბიჭია ამბროსიშვილები არიან გარდაცვლილები. გუშინ საღამოს, ტრაგედია დატრიალდა ჩვენს სოფელში, ძალიან კარგი ადამიანები საკუთარი ჭიშკრის წინ დაიღუპნენ. მართლა უბედური შემთხვევა იყო. 66 წლის იყო მარიკა, ერთი წლით უფროსია მისი მეუღლე, დამნაშავე კი 26 წლის ბიჭია, ადგილობრივი, რომელიც უკვე დაკავებულია.
თვითმხილველებიც იყვნენ იქ და ისინი შეესწრნენ ამ მძიმე ამბავს. სწორი გზაა, დაღმართი არაა და როგორ მოხდა ეს ყველაფერი, არ ვიცით. საოცარი ცოლ-ქმრობა ჰქონდათ, სულ ერთად იყვნენ და ერთად წავიდნენ ამ ქვეყნიდანაც. თანავუგრძნობ მათ შვილებს და შვილიშვილებს ამ ტრაგედიის გამო", - ამბობს ჩვენთან საუბარში ადგილობრივი... წაიკითხეთ სრულად