loader

გიორგი ვაშაძეს დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიორგი ვაშაძეს დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

“სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს, რომელსაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მზია გარშაულიშვილმა მიიღო. მან ბრალდებულს გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განუსაზღვრა.

დღევანდელ სხდომაზე ვაშაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას.

როგორც პროკურორი მარი მეშველიანი საკუთარ შუამდგომლობაში აღნიშნავდა, ბრალდებულმა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება ჩაიდინა და მან კომისიაზე გამოცხადებაზე უარი შეგნებულად, მიზანმიმართულად განაცხადა.

განაგრძეთ კითხვა>>>