loader

"მინდა გითხრათ ჩემი აღშფოთება..." - სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი გამართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მინდა გითხრათ ჩემი აღშფოთება..." - სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი გამართა

სააღდგომო დღეებში რუსეთმა გააძლიერა უკრაინაზე შეტევა. ასევე იქცევა აქაური რუსული რეჟიმი, რომელმაც აღდგომა დღეს, ორშაბათს გაახშირა დაკავებები... უკვე ადამიანებს აკავებენ საფეხმავლო ბილიკსა და ტროტუარზე დგომისთვის, აჯარიმებენ მანქანის არასწორი დაყენებისთვის, როცა მანქანა არ ჰყავთ ანუ აბსურდულ მდგომარეობაში გადავედით, - ამის შესახებ მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ეს ყველაფერი ხაზს უსვამს, „რამდენად რუსულია რეჟიმი“.

„მინდა გითხრათ ჩემი აღშფოთება და ჩვენი, როგორც „წინააღმდეგობის პლატფორის“ პოზიცია იმის გამო, რაც ხდება სააღდგომო პერიოდში, „დიდი შვიდეულის“ დროს მაშინ, როცა ყველა ქვეყანაში ამ დროს მიღებულია ლმობიერება მათ მიმართ, ვინც ციხეში ზის. ჩვენთან ეს არ მოხდა და არ ხდება. ერთი მხრივ, ეს ძალიან გასაგებია იმიტომ, რომ ასე იქცევა რუსეთი და ვნახეთ დაბომბვები უკრაინის მისამართით - სწორედ იმ დღეებში, რომელიც არის საზეიმო და ქრისტიანული ქვეყნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულები, რუსეთი აძლიერებს თავის შეტევას და იერიშს" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.