loader

"ეკლესიის მაშენებელი ოჯახი მყავს... უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ უფლის შეწევნით ორი ეკლესია ააშენა მამაჩემმა" - ნინო წილოსანი ნანა დიხამინჯიას პასუხობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეკლესიის მაშენებელი ოჯახი მყავს... უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ უფლის შეწევნით ორი ეკლესია ააშენა მამაჩემმა" - ნინო წილოსანი ნანა დიხამინჯიას პასუხობს

პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კე­რი ნინო წი­ლო­სა­ნი ნანა დი­ხა­მინ­ჯი­ას პა­სუ­ხობს, რო­მელ­მაც და­წე­რა, რომ ნინო წი­ლო­სა­ნი “არის უმ­დიდ­რე­სი ოჯა­ხი­დან, რო­მელ­საც სა­ხელ­მწი­ფომ მო­პა­რუ­ლი 65 მი­ლი­ო­ნი ლარი აპა­ტია...“

“აღ­დგო­მის ბრწყინ­ვა­ლე დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე ნამ­დვი­ლად არ ღირ­და ნანა დი­ხა­მინ­ჯი­ას­თვის მე­პა­სუ­ხა, თუმ­ცა დღეს უკვე აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ვეხ­მა­უ­რე­ბი მის პოსტს და და­ვეხ­მა­რე­ბი გარ­კვე­ვა­ში:

როცა კი­თხვას სვამს თუ რა გა­ა­კე­თა ჩემ­მა ოჯახ­მა, თა­ვის “ბაბლში“ ნამ­დვი­ლად ვერ მო­უყ­ვე­ბი­ან, რომ ეკ­ლე­სი­ის მა­შე­ნე­ბე­ლი ოჯა­ხი მყავს. უზო­მოდ ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ უფ­ლის შე­წევ­ნით ორი ეკ­ლე­სია აა­შე­ნა მა­მა­ჩემ­მა, ხოლო გუ­რი­ა­ში ადა­მი­ა­ნი არ მო­ი­ძებ­ნე­ბა, ვინც იტყვის, რომ რა­ი­მე სჭირ­დე­ბო­და და ჩემი ოჯა­ხი გვერ­დით არ და­უდ­გა არ გა­მოვ­რი­ცხავ ნანა დი­ხა­მინ­ჯი­ას მო­რა­ლის ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ეკ­ლე­სი­ის მშე­ნებ­ლო­ბა, პი­რი­ქით, და­ნა­შა­უ­ლად აღიქ­მე­ბო­დეს, ხოლო ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბა უბ­რა­ლოდ ეფე­მე­რულ ქმე­დე­ბად, ამი­ტომ სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბა­ზეც მო­ვუყ­ვე­ბი...

ჩემ­მა ოჯახ­მა, მა­შინ, როცა ყვე­ლა ქარ­ხნებს შლი­და და ყიდ­და, ვა­გონმშე­ნებ­ლო­ბა შე­უ­ნარ­ჩუ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს, და ნანა დი­ხა­მინ­ჯი­ას საყ­ვა­რელ “ნა­ცი­ო­ნა­ლებს“ ორ­ჯერ რომ არ გა­ვე­კუ­ლა­კე­ბი­ნეთ, ორ­ჯერ რომ არ ”აე­ხი­ათ” ქარ­ხა­ნა და არ გა­ვე­კოტ­რე­ბი­ნეთ, 1000 ადა­მი­ა­ნი გვყავ­და და­საქ­მე­ბუ­ლი სა­წარ­მო­ებ­ში

ამი­ტომ, როცა გა­კად­ნი­ერ­დე­ბი და კე­თილ­სინ­დი­სი­ერ ადა­მი­ა­ნებ­ზე იკი­თხავ ირო­ნი­უ­ლად, მი­ნი­მუმ ის მა­ინც უნდა გა­ა­კე­თო, რომ წი­ნას­წარ მცი­რე­დი გა­ი­კი­თხო. სწო­რედ მის სა­ნაც­ნო­ბო­ში არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვე­ნი ქო­ნე­ბის “ახე­ვა­ში“ მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ

პ.ს გარ­და უმეც­რე­ბი­სა, თან უტი­ფა­რი მა­ტყუ­ა­რაა - არას­დროს მით­ქვამს ევ­რო­პა და ამე­რი­კა გვრყვნის­თქო, ალ­ბათ ქვეც­ნო­ბი­ე­რად თა­ვად ფიქ­რობს ამას, თო­რემ რა­ტომ წა­მოს­ცდე­ბო­და ეს ჩემ­ზე.

სამ­წუ­ხა­როდ, იმ­დე­ნად უღირ­სი ქა­ლია, ჩემს პი­რად ცხოვ­რე­ბა­საც კი გა­დას­წვდა. თუმ­ცა მო­დით, ამ ნა­წილს უპა­სუ­ხოდ დავ­ტო­ვებ,“ - წერს ნინო წი­ლო­სა­ნი.

ნანა დი­ხა­მინ­ჯი­ამ “ფე­ის­ბუქ­ზე“ გა­მო­აქ­ვეყ­ნა ნინო წი­ლო­სა­ნის გან­ცხა­დე­ბა უვი­ზო მი­მოს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­დაც დე­პუ­ტა­ტი აცხა­დებს რომ “უვი­ზო მი­მოს­ვლა არის კომ­ფორ­ტი, რო­მე­ლიც “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ მო­უ­ტა­ნა ხალ­ხს. თუმ­ცა, თუ ვინ­მე ამას ქარ­თველ ხალ­ხზე ზე­წო­ლის ია­რა­ღად იყე­ნებს, ხალ­ხი ქვეყ­ნის სიყ­ვა­რულს აირ­ჩევს და პატ­რი­ო­ტიზმს კომ­ფორტზე არ გა­ყი­დის“.“ეს ქალი არის უმ­დიდ­რე­სი ოჯა­ხი­დან, რო­მელ­საც სა­ხელ­მწი­ფომ მო­პა­რუ­ლი 65 მი­ლი­ო­ნი ლარი აპა­ტია და ყვე­ლაფ­რის უფ­ლე­ბას აძ­ლევს, ტენ­დერე­ბი იქ­ნე­ბა თუ სამ­შე­ნებ­ლო ნე­ბარ­თვე­ბი. მა­მაც ფულ­ში იხ­რჩო­ბა და ქმა­რიც, რო­მელ­საც ფორ­მა­ლუ­რად გა­ე­ყა­რა ფუ­ლის და­მალ­ვის მიზ­ნით.

უფ­რო­სი შვი­ლი ბრი­ტა­ნეთ­ში სწავ­ლობს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, უკვე წლე­ბია. მე­ო­რე შვი­ლი 13 წლის იყო, როცა ეს­პა­ნეთ­ში გა­უშ­ვა სა­კა­ლათ­ბურ­თო სკო­ლა­ში და 15 წლის გა­და­იყ­ვა­ნა კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში, კერ­ძო ლუ­თე­რა­ნულ სკო­ლა­ში, შემ­დეგ წელს კი ასე­ვე ქრის­ტი­ა­ნულ კერ­ძო სკო­ლა­ში, რო­მელ­საც წელს ამ­თავ­რებს. ეს ყვე­ლა­ფე­რი რა ჯდე­ბა და დე­პუ­ტა­ტის ხელ­ფა­სი რომ მარ­ტო მის ბრენ­დულ პი­ჯა­კებს ეყო­ფა, ეგ შე­გიძ­ლი­ათ მარ­ტი­ვად დათ­ვა­ლოთ.

ისე­თი ფა­რი­სე­ვე­ლია, რომ გვიმ­ტკი­ცებს, ევ­რო­პა და ამე­რი­კა გვრყვნი­სო და თან მა­შინ უშ­ვებს ევ­რო­პა-ამე­რი­კა­ში შვი­ლებს, როცა მათი სა­მო­ქა­ლა­ქო ცნო­ბი­ე­რე­ბა ყა­ლიბ­დე­ბა, თა­ვად კი მხო­ლოდ წე­ლი­წად­ში რამ­დე­ნი­მე­ჯერ მო­ა­ხერ­ხებს მათ ნახ­ვას.

ძა­ლი­ან გთხოვთ, ერთი ინი­ცი­ა­ტი­ვა, ერთი სა­სარ­გებ­ლო პროგ­რა­მა შე­მახ­სე­ნოთ, რო­მე­ლიც ან თა­ვი­სი ოჯა­ხის სა­ხე­ლით და ფუ­ლით, ან რო­გორც დე­პუ­ტატ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ერთი მოქ­მე­დე­ბა შე­მახ­სე­ნეთ, რო­მე­ლიც მის პატ­რი­ო­ტიზმს ადას­ტუ­რებს,“ - წერს დი­ხა­მინ­ჯია.