გამომძიებელმა, რომელიც პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ საბა სხვიტარიძის პროცესზე დაიკითხა, სასამართლო ხმაურის ფონზე პოლიციის თანხლებით დატოვა
გამომძიებელმა სალომე ედიშერაშვილმა, რომელიც "კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, პოლიციელ მირიან ქავთარაძეზე თავდასხმაში ბრალდებულ საბა სხვიტარიძის საქმეზე დაიკითხა, სასამართლოს შენობა ხმაურისა და შეძახილების ფონზე დატოვა.
"მონა ედიშერაშვილი" - ამ შეძახილებით დაატოვებინეს მას სასამართლოს შენობა.
გამომძიებელს სასამართლოდან გასვლა პოლიციელების თანხლებით მოუწია. ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დიდი ოდენობით პოლიციაა მობილიზებული.
პოლიციელებმა ერთი პირი, გიორგი ჩხეიძე დააკავეს.
ვიდეო: "პუბლიკა"