"რომის პაპმა გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე..." - რას წერს მიხეილ სააკაშვილი პაპ ფრანცისკეზე?
მიხეილ სააკაშვილი რომის პაპის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს ავრცელებს:
"რომის პაპმა ფრანცისკემ, გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე, სააღდგომო ქადაგებაში ყურადღება გაამახვილა უკრაინაში მიმდინარე ომზე და მოუწოდა გრძელვადიანი მშვიდობისკენ.
პაპ ფრანცისკე გამოირჩეოდა კეთილგონიერებითა და ჰუმანურობით, რისი იდეალური მაგალითიცაა ეს ქადაგება სადაც ხაზი გაუსვა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის მნიშვნელობას და მოუწოდა სომხეთს და აზერბაიჯანს სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერისკენ. აგრეთვე მოუწოდა ყველას სამხედრო ტყვეებისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისკენ.
ვუერთდები მსოფლიო სამძიმარს, პაპი ფრანცისკეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით. " - წერს მიხეილ სააკაშვილი.