"სად არის ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც არსად ჩანს? მათ შორის წირვაზე არ ყოფილა თქვენთან ერთად..."- რა უპასუხა კახა კალაძემ ჟურნალისტს
ირაკლი ღარიბაშვილი თბილისშია, შეგიძლია მიბრძანდეთ „ქართული ოცნების“ ოფისში - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, თუ სად იმყოფება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი და რატომ არ ჩანს ის მმართველი პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად, თუნდაც სადღესასწაულო წირვაზე.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ინფორმაცია, რომ ირაკლი ღარიბაშვილსა და „ოცნების“ სხვა ლიდერებს, რომლებიც თანამდებობებიდან წავიდნენ, მმართველი გუნდი სპეციალურად შექმნილი ოპოზიციური პარტიის რიგებში განიხილავს, არაა სწორი.
„ეს თქვენი სიზმრებია“, - აღნიშნა კალაძემ.