"ვიზალიბერალიზაცია კი არა, საქართველოს ინტერესია მთავარი, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი" - კახა კალაძე
შანტაჟი კარგა ხანია მიმდინარეობს და გრძელდება, ევროინტეგრაციის პროცესი გამოიყენება შიდა დაძაბულობისთვის, რადიკალური ჯგუფების გამოღვიძებისა და ხალხის ერთმანეთთან დაპირისპირებისთვის - ვიზალიბერალიზაცია კი არა, საქართველოს ინტერესია მთავარი, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი შეფასებით, არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ შანტაჟის ენით საქართველო ცუდ კონტექსტში, სათავისოდ გამოიყენოს.