"რას მეჯაჯგურებით?" - საბა სხვიტარიძის ახლობლებსა და მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებს შორის შეხლა-შემოხლა იყო
აქციაზე დაკავებული საბა სხვიტარიძის პროცესზე, სადაც მოსამართლემ 15 წუთით შესვენება გამოაცხადა იმისთვის, რომ დარბაზში ბრალდებულის ოჯახის წევრების შეყვანა ყოფილიყო უზრუნველყოფილი, სხვიტარიძის ახლობლებსა და მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებს შორის შეხლა-შემოხლა იყო.
საბა სხვიტარიძის ახლობლები მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ და მოსთხოვეს, სხდომათა დარბაზიდან გაეყვანათ "დიდი ოდენობით მობილიზებული პოლიციელები" და მათ ნაცვლად სხდომის ოთახში შეეყვანათ დაკავებულის ახლობლები.
"სხდომათა დარბაზში განთავსებული სკამების ორი-სამი რიგი უკავიათ პოლიციელებს, რისი აუცილებლობაც არ არის", - აცხადებდნენ დაკავებულის ახლობლები.
დარბაზში მანდატურის სამსახურის დამატებითი ჯგუფი მიიყვანეს. ისინი პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად სიტუაციის განმუხტვას ცდილობენ.
ვიდეო: "TV პირველი"