loader

"გარდაიცვალა ჩემი უსაყვარლესი მეგობარი, რომლის იმედი უამრავ გაჭირვებულ ადამიანს ჰქონდა" - პაატა ბურჭულაძე ზურაბ წერეთლის შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გარდაიცვალა ჩემი უსაყვარლესი მეგობარი, რომლის იმედი უამრავ გაჭირვებულ ადამიანს ჰქონდა" - პაატა ბურჭულაძე ზურაბ წერეთლის შესახებ

პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში ზურაბ წერეთლის გარდაცვალებას ეხმაურება.

"გარდაიცვალა ჩემი უსაყვარლესი მეგობარი, ზურაბ წერეთელი, რომლის იმედი ჰქონდა უამრავ გაჭირვებულ ადამიანს. რომელსაც საქართველოსთვის უძგერდა გული, რომელის ოჯახში 24 საათი იყვნენ სტუმრები და იყო გაშლილი ქართული სუფრა. რომელიც იყო ლეგენდა. ნათელი შენს ხსოვნას ჩემო ზურიკო" - წერს პაატა ბურჭულაძე.

მხატვარი და მოქანდაკე ზურაბ წერეთელი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.

"ზურაბ წერეთელი გარდაიცვალა. დიდი მხატვარი. დიდი ადამიანი. დიდი მოქალაქე. დიდი მეცენატი. ის 92 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა. სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს და რუსეთის სამხატვრო აკადემიას“, - წერს კორობაინიკოვა „ტელეგრამ“ არხზე.

ზურაბ წერეთელი 1997 წლიდან რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტი იყო.