loader

შსს ფარულად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს: კადრებში ჩანს, როგორ ყიდდნენ ნარკოტიკს - კახეთის პოლიციამ 2 ნარკორეალიზატორი დააკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს ფარულად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს: კადრებში ჩანს, როგორ ყიდდნენ ნარკოტიკს - კახეთის პოლიციამ 2 ნარკორეალიზატორი დააკავა

კახეთის პოლიციამ 2 ნარკორეალიზატორი დააკავა - ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო და დეტექტივების სამმართველოების, ასევე, ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს.

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების და გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებული არიან: წარსულში მრავალჯერ ნასამართლები 1999 წელს დაბადებული გ.ქ. და 1956 წელს დაბადებული გ.მ.

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ ნარკოტიკების უკანონოდ გასაღების ბრალდებით დაკავებული გ.მ.-სგან მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები „ჰეროინი“ და „გამომშრალი მარიხუანა“. პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად, ასევე, ამოღებულია ელექტრო სასწორი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 273-ე პრიმა და 19- 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

ლებს უკრაინას აღიაროს რუსეთის სუვერენიტეტი ყირიმზე. უკრაინა უნდა შეეგუოს დე ფაქტო კონტროლს მის ოთხ ტერიტორიაზე ( სხვა გამოსავალი დღევანდელი მდგომარეობით მართლაც არა ჩანს) და აღიარის დე იურე კონტროლი ყირიმზე. ტერიტორიების მიტაცება საერთაშორისო დანაშაულია. საერთაშორისო დანაშაულის დაკანონებას, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ევროპა არ დაუშვებს.

სრულიად გასაგებია ჩვენი საზოგადოების ზომიერი რეაგირება და პლიტიკური პარტიების დუმილი ტრამპის პოლიტიკის მიმართ. ამერიკის მხარდაჭერის გარეშე საქართველოს მომავალი ძნელად წარმოსადგენია. როცა გვერდით ვერაგი მეზობელი გყავს, სხვა ტოლფასი შემაკავებელი ფაქტორი დღეისათვის არ არსებობს. თანაც, კონგრესში ჯერ კიდევ ბევრი არიან საქართველოს მეგობრები და მათი იმედიც უნდა ვიქონიოთ.

ბაიდენის ადმინისტრაციის შემდეგ, რომელმაც ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა, “ოცნების ხელისუფლება” ტრამპის ადმინისტრაციას მაშველ რგოლად განიხილავს. ფაქტია, რომ დროებითი ამოსუნთქვის საშუალება მიეცათ ამ გარდამავალ პერიოდში, მაგრამ იმდენად ნათელია ევროპისათვის ივანიშვილის რეჟიმის მოღალატური ბუნება, რომ ვერც ამერიკაში ექნებათ განსხვავებული მიდგომა. უბრალოდ, მოტივი არ არსებობს, ივანიშვილისა და მისი რეჟიმის მხარდაჭერის." - აღნიშნულია განცხადებაში.