"აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი კვლავ რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა - საჭიროდ მიგვაჩნია გალის მექანიზმის უპირობო განახლება" - მაკა ბოჭორიშვილი
საქართველოს ორი რეგიონი: აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი კვლავ არის რუსეთის ოკუპაციის ქვეშ და რუსეთის მხრიდან კვლავაც ირღვევა ტერიტორიული მთლიანობა -საქართველოს საკითხზე მსჯელობა ეუთო-ს ფარგლებში უნდა გაგრძელდეს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადასაჭრელად, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ფერიდუნ სინირლიოღლუ შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს საჭიროდ მიაჩნია გალის მექანიზმის უპირობო განახლება.