"საქართველოში სტაბილურობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც მისი ხალხისთვის, ისე რეგიონის ინტერესებისთვის" - ეუთოს გენერალური მდივანი
გვინდა, საქართველოს დავუმტკიცოთ, რომ ჩვენ მოწოდებულები ვართ, ჩავერთოთ საქართველოში უსაფრთხოების განმტკიცებაში ყველანაირი თვალსაზრისით და ყველა იმ საშუალებით, რომელიც ჩვენს ორგანიზაციას გააჩნია, - ამის შესახებ ეუთო-ს გენერალური მდივანმა, ფერიდუნ სინირლიოღლუმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ეუთო მხარს უჭერს როგორც საქართველოს, ისე მთლიანად რეგიონის ქვეყნებს.