დიმიტრი ყიფიანის სახელობის სოფელ ქვიშხეთის საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
დიმიტრი ყიფიანის სახელობის სოფელ ქვიშხეთის საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
"დიმიტრი ყიფიანის სახელობის სოფელ ქვიშხეთის საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ ტრაგიკულად გარდაიცვალა ჩვენი სკოლის XII კლასის მოსწავლე ლუკა გომარელი.
სკოლის საზოგადოება უსამძიმრებს ოჯახს მომხდარი უბედურების გამო.
უახლოეს პერიოდში დაგეგმილი არცერთი სასკოლო ღონისძიება აღარ განხორციელდება!" - ნათქვამია სამძიმრის წერილში.