loader

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. გზის სავალი ნაწილი გადაკეტილია.

მოქალაქეებს ადგილზე მოტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.

აქციის მონაწილეები 145-ე დღეა, რაც ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.

დღეს პარლამენტის წინ მოქალაქეები 12:00 საათიდან 20 აპრილს საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 2 პირის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ. დემონსტრანტებმა გარკვეული დროით გზა გადაკეტეს, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეები გზის სავალი ნაწილიდან მალევე გაიყვანეს. აღნიშნულს მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა, რა დროსაც, სავარაუდოდ, ორი პირი დააკავეს.

ვიდეო:Tatia Meqvabishvili