უმძიმესი ავარია ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე, ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა -არიან დაშავებულები
"ბათუმელების" ინფორმაციით, ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე, ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი და პოლიცია.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის მიერ დაზუსტებული ინფორმაციით, ორივე დაშავებული გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში.
წყარო: "ბათუმელები"