"რატომ დააკავეთ "ქრისტე აღსდგას" შეძახილის გამო?" - პარლამენტთან მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს
„მათი შიში - ჩვენი ძალა“ - ამ ლოზუნგით საკანონმდებლო ორგანოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა გუშინ, საპროტესტო აქციაზე დაკავებულ 2 პირს მხარდაჭერა გამოუცხადეს.
როგორც აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, დაკავებულები - გიორგი ორთოიძე და გიორგი სამხარაძე სამართალდამცველებს აღდგომას ულოცავდნენ და სწორედ ეს გახდა მათი დაკავების მიზეზი, რის საპასუხოდაც სამართალდამცველებმა აქციაზე განმარტეს, რომ ეს განცხადება “სიმართლეს არ შეესაბამება”.
„ოცმა კაცმა გზის სავალი ნაწილი არ უნდა გადაკეტოს. დაკავებულები არიან ადმინისტრაციული წესით“,- აღნიშნა სამართალდამცველმა.
ვიდეო: "ბათუმელები"