"ძალიან კარგი ბიჭი იყო, სიცოცხლით სავსე, უბოროტო... მთელი სოფელი დასტირის" - ადგილობრივი ჩუმლაყში მოკლულ 31 წლის ბიჭზე
კიდევ ერთი მკვლელობა კახეთში. გვიან ღამით გურჯაანში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. მკვლელობა სოფელ ჩუმლაყში მოხდა. ადგილობრივების თქმით, მოკლულია 31 წლის დიმიტრი ჯავახიშვილი.
მომხდარი სავარაუდოდ შურისძიებას და მხარეებს შორის წარსულში არსებულ კონფლიქტს უკავშირდება.შემთხვევა, სოფლის ცენტრში ღამით მოხდა სადაც დამნაშავემ ახალგაზრდა კაცს რამდენჯერმე ესროლა და მიმალა.