loader

"მოკლულია 31 წლის დიმიტრი ჯავახიშვილი, სროლის დროს დაიჭრა ადგილზე მყოფი სხვა ახალგაზრდა მამაკაციც" - გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში კაცი მოკლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მოკლულია 31 წლის დიმიტრი ჯავახიშვილი, სროლის დროს დაიჭრა ადგილზე მყოფი სხვა ახალგაზრდა მამაკაციც" - გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში კაცი მოკლეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში კაცი მოკლეს.

ადგილობრივების თქმით, მკვლელობა გვიან ღამით მოხდა, მოკლულია 31 წლის დიმიტრი ჯავახიშვილი. ადგილობრივების ინფორმაციით, მომხდარი სავარაუდოდ, შურისძიებას და მხარეებს შორის წარსულში არსებულ კონფლიქტს უკავშირდება.

შემთხვევა, სოფლის ცენტრში ღამით მოხდა, ახალგაზრდა კაცს რამდენჯერმე ესროლა და მიმალა. სროლის დროს დაიჭრა ადგილზე მყოფი ახალგაზრდა მამაკაციც, ექიმის თქმით, მას ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო დახმარება და საავადმყოფო დატოვა.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. "ინტერპრესნიუსი" დეტალებს შსს-ში არკვევს.