ლანჩხუთში ტრადიციული "ლელობურთი" მიმდინარეობს
ლანჩხუთში ტრადიციული "ლელობურთის" თამაში დაიწყო. ცოტა ხნის წინ სოფელ შუხუთის ეკლესიასთან თოფის ხმა გაისმა, რის შემდეგაც სასულიერო პირმა თამაშის მონაწილეებს 16 კილოგრამიანი ბურთი გადაუგდო.
ბურთისთვს ქვემო და ზემო შუხუთელები იბრძიან. სახალხო თამაშში მონაწილეობენ სტუმრებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. თამაშის დრო განსაზღვრული არ არის. ისტორიაში ყოფილა შემთხვევა, როდესაც "ლელობურთი" 17 საათს გაგრძელდა.
ტრადიციის თანახმად, 16 ილოგრამიანი ტყავის ბურთი მოტამაშეებმა ხიდის ერთ ან მეორე მხარეს უნდა გადაიტანონ, რაც მათ გამარჯვებას ნიშნავს. მოგების შემდეგ მონაწილეებს ბურთი სოფლის სასაფლაოზე ყველაზე ახალგაზრდა გარდაცვლილის საფლავზე მიაქვთ.
ეს თამაში არის ძველისძველი და გადაარჩინა შუხუთმა. მივესალმები მე ამ თამაშს. "ლელობურთიდან" ბევრი სპორტია დაბადებული. მე მოგებულად ორივე მხარეს ვთვლი, იმიტომ, რომ მონაწილოებას იღებენ, ფიზიკურად იღლებიან, - ამბობს ადგილობრივი. აღსანიშნავია, რომ თამაშს დაახლოებით 500-მდე ადამიანი თამაშობს.