loader

მარიამ შენგელიას თქმით, მისი გმირი "ევროვიზიის" კონკურსზე კონჩიტა ვურსტია, მას მო­ე­წო­ნა, რო­გორ მი­ი­ღო კონ­ჩი­ტამ თა­ვი­სი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლო­ბა და და­არ­ღვია ნორ­მე­ბი - რას წერს "ევროვიზიის" ვებგვერდი ქართველ კონკურსანტზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მარიამ შენგელიას თქმით, მისი გმირი "ევროვიზიის" კონკურსზე კონჩიტა ვურსტია, მას მო­ე­წო­ნა, რო­გორ მი­ი­ღო კონ­ჩი­ტამ თა­ვი­სი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლო­ბა და და­არ­ღვია ნორ­მე­ბი - რას წერს "ევროვიზიის" ვებგვერდი ქართველ კონკურსანტზე

eurovision.tv "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლის, მა­რი­ამ შენ­გე­ლი­ას შე­სა­ხებ სტა­ტი­ას აქ­ვეყ­ნებს,

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ევ­რო­ვი­ზი­ის სიმ­ღე­რის კონ­კურ­სი 13, 15 და 17 მა­ისს შვე­ი­ცა­რი­ა­ში, ბა­ზელ­ში გა­ი­მარ­თე­ბა."მა­რი­ამ შენ­გე­ლია ფრთებს შლის და შვე­ი­ცა­რი­ის­კენ მი­ე­მარ­თე­ბა. ის სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე წა­რად­გენს სიმ­ღე­რით, სა­ხე­ლად "Freedom“ (თა­ვი­სუფ­ლე­ბა)" - ვკი­თხუ­ლობთ სტა­ტი­ა­ში.

ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა მა­უ­წყე­ბელ­მა 2025 წლის­თვის თა­ვი­სი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი შიდა შერ­ჩე­ვით აირ­ჩია. "ის შე­საძ­ლოა სა­ქარ­თვე­ლოს პა­ტა­რა ქა­ლა­ქი­დან იყოს, მაგ­რამ ახლა მსოფ­ლი­ოს უდი­დე­სი სიმ­ღე­რის კონ­კურ­სის­კენ მი­ე­მარ­თე­ბა", - ვკი­თხუ­ლობთ სტა­ტი­ა­ში.

ავ­ტო­რი წერს, რომ "ევ­რო­ვი­ზი­ის" სცე­ნა მა­რი­ა­მის­თვის დიდი ხნის ნა­ნატ­რი იყო. 2020 წელს ის უკვე მზად იყო რო­ტერ­დამ­ში ჩა­სას­ვლე­ლად, მა­შინ ის თორ­ნი­კე ყი­ფი­ა­ნის ბექ-ვო­კა­ლის­ტი იყო, რომ ყო­ფი­ლი­ყო. თუმ­ცა კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის გამო, კონ­კურ­სი იმ წელს არ გა­ი­მარ­თა.

2025 წლის კონ­კურ­სის­თვის მა­რი­ა­მი იმ­ღე­რებს სიმ­ღე­რას "Freedom“. მუ­სი­კა ეკუთ­ვნის ქარ­თველ კომ­პო­ზი­ტორ­სა და მუ­სი­კა­ლურ პრო­დი­უ­სერს, ქეთი გა­ბი­სი­ანს, რო­მელ­საც სა­ტე­ლე­ვი­ზიო შო­უ­ებ­სა და პო­პუ­ლა­რულ ჰი­ტებ­ზე უმუ­შა­ვია. ტექ­სტი კი ეკუთ­ვნის ქარ­თველ მუ­სი­კოსს, ბუკა კარ­ტო­ზი­ას, რო­მელ­მაც და­ა­არ­სა ვო­კა­ლუ­რი ჯაზ-ჯგუ­ფი "The Quintessence“.

"მა­რი­ა­მი ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან მღე­რის და ყუ­რა­დღე­ბა პირ­ვე­ლად 2018 წელს, "The X Factor Georgia“-ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სას მი­ი­პყრო. მან ძლი­ე­რი ვო­კა­ლით თავი "Chandelier“-ის შეს­რუ­ლე­ბი­სას სრუ­ლად წარ­მო­ა­ჩი­ნა და ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლამ­დე მი­აღ­წია. ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი "The Voice Georgia“-ში, სა­დაც ასე­ვე ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლის­ტი იყო და იყო ფი­ნა­ლის­ტი პრო­ექ­ტში "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი“. ის ცო­ცხა­ლი მა­გა­ლი­თია იმი­სა, რომ ნიჭი და შე­უ­პოვ­რო­ბა შე­იძ­ლე­ბა ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბა­ზე არა­ნაკ­ლებ ძლი­ე­რი იყოს.

სოლო კა­რი­ე­რის გარ­და, მა­რი­ა­მი მღე­რის ჯგუფ "Mixtura“-ში. მას მი­აჩ­ნია, რომ ჯგუფ­ში გა­მოს­ვლამ გა­ა­ფარ­თო­ვა მისი მუ­სი­კა­ლუ­რი დი­ა­პა­ზო­ნი და ეჭვგა­რე­შეა, ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე კონ­კურ­სი კი­დევ უფრო გა­ა­ფარ­თო­ებს მის ჰო­რი­ზონტს.

მა­რი­ა­მის ყვე­ლა­ზე ად­რე­უ­ლი "ევ­რო­ვი­ზი­უ­ლი" მო­გო­ნე­ბა უკავ­შირ­დე­ბა 2009 წელს ნორ­ვე­გი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის, ალექ­სან­დრე რი­ბა­კის გა­მარ­ჯვე­ბას სიმ­ღე­რით "Fairytale“. ის ამ­ბობს: "ბავ­შვო­ბა­ში მი­სით შე­პყრო­ბი­ლი ვი­ყა­ვი!“ მარ­ტო არ ყო­ფილ­ხარ, მა­რი­ამ!", - წერს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი.

რო­გორც გა­მო­ცე­მას­თან მომ­ღე­რა­ლი ამ­ბობს, "ევ­რო­ვი­ზი­ის" სიმ­ღე­რის კონ­კურ­სზე მისი გმი­რი კონ­ჩი­ტა ვურსტია, რო­მელ­მაც 2014 წელს ავ­სტრი­ის სა­ხე­ლით, სიმ­ღე­რით "Rise Like A Phoenix“ გა­ი­მარ­ჯვა. მა­რი­ამს მო­ე­წო­ნა, რო­გორ მი­ი­ღო კონ­ჩი­ტამ თა­ვი­სი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლო­ბა და და­არ­ღვია ნორ­მე­ბი. და "რა შე­იძ­ლე­ბა იყოს ფე­ნიქსზე უკე­თე­სი თა­ვი­სუფ­ლე­ბის სიმ­ბო­ლო?", - ვკი­თხუ­ლობთ სტა­ტი­ა­ში.წაიკითხეთ ვრცლად.