პარკირებულ ავტომობილს ზედა ქუჩიდან დაგორებული მანქანა დაეცა - ავტოავარია თბილისში
ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში - დოლიძეზე პარკირებულ ავტომობილს ზედა ქუჩიდან დაგორებული მანქანა დაეცა, რომელიც შეჯახების შემდეგ ავტოფარეხებში გადაიჩეხა.
მანქანას ასაკოვანი მამაკაცი მართავდა. არსებული ინფორმაციით, მან მხოლოდ მსუბუქი დაზიანება მიიღო და კლინიკაში გადაყვანის დროს გონებაზე იყო.
ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ მომხდარის მიზეზი ავტომობილის ტექნიკური გაუამართავობა გახდა.
წყარო: "TV პირველი"