loader

"წინ კიდევ ერთ დიდ ბრძოლას ეს პოსტიც დასჭირდა, მიჭირს, მაგრამ გწერთ... ოპერაცია სასწრაფოაო ონკოლოგებმა" - ხათუნა სამნიძე მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"წინ კიდევ ერთ დიდ ბრძოლას ეს პოსტიც დასჭირდა, მიჭირს, მაგრამ გწერთ... ოპერაცია სასწრაფოაო ონკოლოგებმა" - ხათუნა სამნიძე მიმართვას ავრცელებს

ხათუნა სამნიძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

"უჰ, გამომწერეს მორიგი ოპერაციის მერე და სახლში ვარ ერთკვირიანი პალატაში მარტოობის შემდეგმადლობა კლინიკა "ინოვა"-ს უსაყვარლეს მედდებს და გამორჩეული პროფესიონალიზმის ქირურგ ირაკლი თოდუას.

მაგრამ წინ კიდევ ერთ დიდ ბრძოლას, სერიოზულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მომზადებასთან ერთად, ეს პოსტიც დასჭირდა, მიჭირს, მაგრამ გწერთ, ვინც აქამდე სიყვარულით და უდიდესი ენერგიით მგულშემატკივრობდით, გჯეროდათ ჩემი, ვგრძნობ, ისევ გვერდში დამიდგებით და ამიტომაც. არც მაქვს სხვა გამოსავალი, ისეთი რამ დამჭირდა.

მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში კეთდება ის მასშტაბური და რამდენიმე ათეული ათასი ევროს ღირებულების ოპერაცია, რომელიც გადამარჩენს. ეს უნდა შევძლო ახლობლების დახმარებით, მოვიძიო ეს თანხები და შევიდე კიდევ ერთ რთულ ბრძოლაში. მოვიგებ? კი, ამ ომს მოვიგებ მე. მაგრამ თქვენი დახმარებით და სიყვარულით, როგორც წინა ბრძოლაში ერთი წუთითაც არ მიგვრძვნია თავი მარტოდ მიუხედავად იმისა, რომ ასე შორს ვიყავი

ოპერაცია სასწრაფოაო ონკოლოგებმა და სამშაბათს მეტი დეტალი მეცოდინება.

ბედნიერი და სიყვარულით სავსე აღდგომა.

ჩემი ანგარიშია "თიბისი ბანკში":

#GE52TB7129045068100001

ჩემი შვილის ანგარიში "საქართველოს ბანკში":

#GE46BG0000000545865833

მიმღები: სალომე დიასამიძე" - წერს ხათუნა სამნიძე.