"ძალიან ამაღელვებელია, თავი 20 წლის ბიჭი მგონია, თქვენთან ერთად ვდებ ფიცს!" - თბილისში მიმდინარე აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს
თბილისში მიმდინარე აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს. ფიცის ტექსტი აქციების დროს დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ წაიკითხა.
როგორც ზურაბ ცეცხლაძემ განაცხადა, ის, რომ ტექსტი მას წაეკითხა, თავად მისი შვილის სურვილი იყო. ასევე მან აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ ამიერიდან მათი წინამძღოლი იქნება ყველა ბრძოლაში რომელიც საქართველოს კეთილდღეობისთვის გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის 19 აპრილს სტუდენტებმა ასევე დადეს გმირთა მემორიალთან ფიცი, რომელიც მაშინ ზვიად ცეცხლაძემ წაიკითხა.