ვარკეთილიდან სათვალთვალო კამერის ჩანაწერი ვრცელდება - "სასიამოვნო კადრები არ არის და სრულად არ დავდებ... გთხოვთ, დამეხმაროთ პიროვნების იდენტიფიცირებაში"
"გამარჯობა. ოთხშაბათს, 16 აპრილს სამსახურიდან ვბრუნდებოდი სახლში. სადარბაზოს კართან მომიწია გაჩერება, ჩიპის ამოსაღებად. ამ დროს მომეპარა ჩემთვის უცნობი მამაკაცი და მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მისი მიზანი არ იყო ნივთის წართმევა. პოლიციას რამდენიმე წუთში შევატყობინე ამბავი და მიდის ძიება. გთხოვთ, დამეხმაროთ პიროვნების იდენტიფიცირებაში, იქნებ ვინმემ იცნოს. შემთხვევა მოხდა ვარკეთილში"- ამის შესახებ მოქალაქე სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს.