"სკოლა უდიდესმა ტკივილმა შეძრა" - მე-12 კლასელი გოგო ავარიაში დაიღუპა
წყალტუბოს მუნიციპალიტეტტის სოფელ ოფშვითის საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა მეთორმეტეკლასელი სოფია ბანძელაძე. არსებული ინფორმაციით, გოგონა ავარიაში დაიღუპა.
"დღეს ოფშკვითის საჯარო სკოლა უდიდესმა ტკივილმა შეძრა.
ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი მეთორმეტეკლასელი სოფია ბანძელაძე — მზიანი, კეთილი, თავაზიანი, მუდამ ღიმილიანი და სიცოცხლით სავსე გოგონა, რომელიც სტუდენტობაზე ოცნებობდა,მომავალს გეგმავდა…
ვერავითარი სიტყვა ვერ გადმოსცემს იმ ტკივილს, რომელიც დაუტოვა თანაკლასელებს, დაუტოვა სოფელს, დაგვიტოვა მის მასწავლებლებს…
ვუსამძიმრებთ მის საოცრად თბილ და სიკეთით სავსე ოჯახს- მშობლებს,ძმებს. გამძლეობა მისცეთ უფალმა.
ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა სოფიას სულს" - ნათქვამია სამძიმრის წერილში.