loader

"ერთ-ერთ არას­რულ­წლო­ვანს ბა­ბუ­ას მან­ქა­ნა უნე­ბარ­თვოდ წა­უყ­ვა­ნია, ის იჯდა სა­ჭეს­თან და მან­ქა­ნა­ში იყ­ვნენ მისი მე­გობ­რე­ბი - ცხე­ნის­წყლის ხი­დი­დან არი­ან გა­და­ვარ­დნი­ლე­ბი" - ხონში მომხდარი ავტოაავარიის დეტალები, რომელსაც 3 მოზარდი ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ერთ-ერთ არას­რულ­წლო­ვანს ბა­ბუ­ას მან­ქა­ნა უნე­ბარ­თვოდ წა­უყ­ვა­ნია, ის იჯდა სა­ჭეს­თან და მან­ქა­ნა­ში იყ­ვნენ მისი მე­გობ­რე­ბი - ცხე­ნის­წყლის ხი­დი­დან არი­ან გა­და­ვარ­დნი­ლე­ბი" - ხონში მომხდარი ავტოაავარიის დეტალები, რომელსაც 3 მოზარდი ემსხვერპლა

ტრა­გე­დია ხონ­ში - ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას სამი არას­რულ­წლო­ვა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა.

რო­გორც ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, ავ­ტო­მო­ბი­ლი, რომ­ლის სა­ჭეს­თან არას­რულ­წლო­ვა­ნი იჯდა დიდი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობ­და და ხონი მარ­ტვი­ლის და­მა­კავ­ში­რე­ბელ გზა­ზე ხი­დი­დან გა­და­ვარ­და. 2 მძი­მედ და­შა­ვე­ბუ­ლი კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

“კვი­რის პა­ლიტ­რა“ ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვის დე­ტა­ლებ­ზე წერს:

"სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დი­აა მომ­ხდა­რი, ყვე­ლა­ნი არას­რულ­წლო­ვა­ნე­ბი არი­ან, თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი რო­გორც ვიცი. თურ­მე ერთ-ერთ არას­რულ­წლო­ვანს ბა­ბუ­ას მან­ქა­ნა უნე­ბარ­თვოდ წა­უყ­ვა­ნია, ის იჯდა სა­ჭეს­თან და მან­ქა­ნა­ში იყ­ვნენ მისი მე­გობ­რე­ბი. ცხე­ნის­წყლის ხი­დი­დან არი­ან გა­და­ვარ­დნი­ლე­ბი. ამ­ბო­ბენ ძა­ლი­ან დიდი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობ­და მან­ქა­ნაო, ეტყო­ბა საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა და გა­და­ვარ­დნენ ხი­დი­დან.

სამი არას­რულ­წლო­ვა­ნი ად­გილ­ზეა გარ­დაც­ვლი­ლი, ორი კლი­ნი­კა­ში რჩე­ბა, სხვა­დას­ხვა სა­ხის მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბით გა­და­იყ­ვა­ნეს ისი­ნი. რო­გორ შე­ვი­ტყვე, სი­ცო­ცხლის­თვის შე­უ­თავ­სე­ბე­ლი მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი არ აქვთ და ექი­მე­ბი მათი გა­დარ­ჩე­ნის იმედს იძ­ლე­ვი­ან. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია არ გა­ნი­ცა­დო ადა­მი­ან­მა ასე­თი დიდი ტრა­გე­დია. ერთი გარ­დაც­ვლი­ლი, გვა­რად პირ­ვე­ლია, მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხი­დან, მე­ო­რე ბიჭი არის გვა­რად წვე­რა­ვა, მე­სა­მე გარ­დაც­ვლი­ლის გვა­რი არ ვიცი სამ­წუ­ხა­როდ. ისი­ნი თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი არი­ან, ძა­ლი­ან გან­ვიც­დი ამ დიდ ტრა­გე­დი­ას"- ამ­ბობს ად­გი­ლობ­რი­ვი. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა