loader

გიორგი გახარია განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიორგი გახარია განცხადებას ავრცელებს

გამოცხადებული ჰიბრიდული ომის ფარგლებში, „ოცნება” ცდილობს წინასწარ შეგვაგუოს ევროპაში თავისუფალი, უვიზო მიმოსვლის დაკარგვას, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს, რითაც უვიზო რეჟიმის საკითხზე "ქართული ოცნების" წარმომადგენლების განცხადებებს ეხმაურება.

მისივე თქმით, ევროპაში თავისუფალი უვიზო მიმოსვლის დასაცავად ბრძოლა გაგრძელდება.

“გამოცხადებული ჰიბრიდული ომის ფარგლებში, “ოცნება” ცდილობს წინასწარ შეგვაგუოს ევროპაში თავისუფალი, უვიზო მიმოსვლის დაკარგვას და ამას აბრალებს ყველას, საკუთარი თავის გარდა. ჩვენ ყოველთვის ვიბრძოდით და ვიბრძოლებთ საქართველოს მიღწევის - ევროპაში თავისუფალი უვიზო მიმოსვლის დასაცავად”,- წერს გახარია.