loader

„ერთი კილოგრამი 299 ლარი“ - ყველაზე ძვირადღირებული პასკები თბილისში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

„ერთი კილოგრამი 299 ლარი“ - ყველაზე ძვირადღირებული პასკები თბილისში

აღდგომის დღესასწაულისთვის მოქალაქეთა ნაწილი პასკებს სახლში ამზადებს, ნაწილი კი სუპერმარკეტებში შეძენას ამჯობინებს. წელს დახლებზე პასკა მოქალაქეებს გაძვირებული დახვდება. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ რითეილ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ სოფო ქაშაკაშვილმა განუცხადა და აღნიშნა, რომ წელს ფასი 5-8%-ის ფარგლებშია გაზრდილი.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორია ფასები წელს სხვადასხვა ბრენდულ სუპერმარკეტსა და საკონდიტროში. ღირებულება წონის, შემადგენლობისა და ბრენდის მიხედვით განსხვავებულია, იწყება 10 ლარიდან და 299 ლარსაც კი აღწევს.

უფრო კონკრეტულად, კლასიკური ქიშმიშიანი 500 გრამიანი პასკის ფასი 7.95 ლარიდან იწყება. რაც შეეხება სხვადასხვა ბრენდის ძვირადღირებულ პასკებს, ფასი 80-ლარიდან 299 ლარის ფარგლებში მერყეობს. განაგრძეთ კითხვა