loader

ორი დაღუპული და 5 დაჭრილი, შეიარაღებულმა პირმა სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარ კორპუსში ცეცხლი გახსნა - შემთხვევა ფლორიდაში მოხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ორი დაღუპული და 5 დაჭრილი, შეიარაღებულმა პირმა სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარ კორპუსში ცეცხლი გახსნა - შემთხვევა ფლორიდაში მოხდა

შეიარაღებულმა პირმა ქალაქ ტალაჰასიში, ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარ კამპუსში ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 2 ადამიანი დაიღუპა და 5 დაიჭრა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

სამართალდაცავების ინფორმაციით, მოკლული პირები სტუდენტები არ იყვნენ.

თავდასხმაში ეჭვმიტანილი 20 წლის ფენიქს იკნერია, რომელიც ლეონის ოლქის შერიფის მოადგილის შვილია. ის, სავარაუდოდ, ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს.

გავრცელებული ინფორმაციით, პისტოლეტი, რომელიც ეჭვმიტანილს დაკავებისას აღმოაჩნდა, მისი დედის ძველი სამსახურებრივი იარაღია.

მომხდარს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გამოეხმაურა და სირცხვილი უწოდა, თუმცა განაცხადა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის ქვეყანაში იარაღის შესახებ კანონმდებლობის შეცვლას შეეცდება. ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „სროლას იარაღი კი არა, ხალხი ახორციელებს“.