loader

"თურქეთის ერთ - ერთ კლინიკაში დამისვეს არასწორი დიაგნოზი - საქართველოში ახალგაზრდა ექიმმა, გიორგი სექანიამ გადამარჩინა" - რას წერს პაციენტი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თურქეთის ერთ - ერთ კლინიკაში დამისვეს არასწორი დიაგნოზი - საქართველოში ახალგაზრდა ექიმმა, გიორგი სექანიამ გადამარჩინა" - რას წერს პაციენტი?

ნინო მიქავა სოციალურ ქსელში წერს, რომ თურქეთის კლინიკაში არასწორი დიაგნოზი დაუსვეს. პაციენტი წერს, რომ ხანგძლივი არასწორი მკურნალობის შემდეგ, საქართველში ახალგაზრდა ნეიროქირურქმა, გიორგი სექანიამ გადაარჩინა.

"12 წლის წინ დამეწყო თავის საშინელი ტკივილები, რაღაცა პერიოდის მერე წავედით თურქეთის ერთ - ერთ კლინიკაში, სადაც დამისვეს არასწორი დიაგნოზი. მითხრეს, რომ ოპერაცია არ იყო საჭირო და მედიკამენტებით მიმკურნალებდნენ, თუმცა მკურნალობა იყო უშედეგო.

უფროდაუფრო ძლიერდებოდა ტკივილი.მივაკითხე #ინოვას კლინიკას, სადაც შევხვდი ნეიროქირურგ ბატონ Giorgi Sekania ს. მან მითხრა რომ ოპერაცია გარდაუვალი იყო, მქონდა არასწორი დიაგნოზი დასმული და ეს ტკივილი მედიკამენტებით არაფრით მორჩებოდა და აუცილებელი იყო ოპერაცია, დიაგნოზი კი დამისვა სამწვერა ნერვის ნევრალგია.

ურთულესი ოპერაცია ჩატარდა St. Michael's Hospital/წმ.მიქაელის ჰოსპიტალიში, (კრანიალური ნერვის მიკროვასკულარული დეკომპრესია) რითიც მან გადამარჩინა და სიცოცხლე მაჩუქა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ახალგაზრდა, უნიჭიერეს ექიმს, ბატონ გიორგი სექანიასდა მთელ მის მედ. პერსონალს" - წერს პაციენტი.