მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, დავით დოიაშვილის „ახალი თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლებას ეხმაურება:
"სოლიდარობა ბრწყინვალე დათო დოიაშვილს და თეატრის უნიჭიერეს დასს. ეს თეატრი მაშინ დაჩაგრეს პირველად, როდესაც მათთვის განკუთვნილი შენობა რიყეზე არ მისცეს და საწყობად აქციეს და ახლა საბოლოოდ ანადგურებენ. ჩემი მხარდაჭერა მათ, საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს!"