loader

"გადავწყვიტეთ შევქმნათ თეატრის უწყვეტი საპროტესტო კერა" - რას აცხადებენ ხელოვანები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გადავწყვიტეთ შევქმნათ თეატრის უწყვეტი საპროტესტო კერა" - რას აცხადებენ ხელოვანები

კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს­თან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია დას­რულ­და.

უწყე­ბის შე­ნო­ბას­თან შეკ­რე­ბილ­მა მსა­ხი­ო­ბებ­მა, ხე­ლო­ვა­ნებ­მა და კულ­ტუ­რის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ თე­ატ­რის უწყვე­ტი საპ­რო­ტეს­ტო კერა შე­იქ­მნე­ბა, რო­მე­ლიც მა­ყუ­რე­ბელს გა­რეთ გა­მო­იყ­ვანს.მათ დღე­ვან­დელ აქ­ცი­ა­ზე სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­უ­ცხა­დეს და­ვით დო­ი­აშ­ვილს, რო­მე­ლიც "ვასო აბა­ში­ძის სა­ხე­ლო­ბის მუ­სი­კი­სა და დრა­მის თე­ატ­რის“ ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

"ამ შეკ­რე­ბის და­სას­რულს გვინ­და და­ვა­ა­ნონ­სოთ ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა-ჩვენ გა­დავ­წყვი­ტეთ შევ­ქმნათ თე­ატ­რის უწყვე­ტი საპ­რო­ტეს­ტო კერა, რო­მე­ლიც თა­ვის წი­აღ­ში შექ­მნის ახალ ტექ­სტებს, ახალ სპექ­ტაკ­ლებს, ახალ დის­კუ­სი­ებს, ახალ ნა­რა­ტი­ვებს და მა­ყუ­რე­ბელს გა­მო­იყ­ვანს გა­რეთ ზუს­ტად ისე, რო­გორც ქარ­თუ­ლი თე­ატ­რი გა­მო­აგ­დეთ ქუ­ჩა­ში. ახლა ის ქუ­ჩა­ში სა­კუ­თარ მა­ყუ­რე­ბელს გა­მო­იყ­ვანს",-გა­ნა­ცხა­და რე­ჟი­სორ­მა მიშა ჩარ­კვი­ან­მა.

კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს­თან შეკ­რე­ბილ­მა მსა­ხი­ო­ბებ­მა და ხე­ლო­ვა­ნებ­მა კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრ, თი­ნა­თინ რუ­ხა­ძეს­თან შეხ­ვედ­რა მო­ი­თხო­ვეს, თუმ­ცა შე­ნო­ბას­თან მო­ბი­ლი­ზე­ბულ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მათ შე­ნო­ბა­ში შეს­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცეს. ისი­ნი ითხოვ­დნენ, ან სა­მი­ნის­ტროს შე­ნო­ბა­ში შე­ეშ­ვათ ან თა­ვად მი­ნის­ტრი, თი­ნა­თინ რუ­ხა­ძე გა­მო­სუ­ლი­ყო კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­დან და ხე­ლო­ვა­ნებს პი­რა­დად გა­სა­უბ­რე­ბო­და.

ცნო­ბის­თვის, კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ და­ვით დო­ი­აშ­ვი­ლი „ვასო აბა­ში­ძის სა­ხე­ლო­ბის მუ­სი­კი­სა და დრა­მის თე­ატ­რის“ ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ზე­ზებს გან­მარ­ტავს და აცხა­დებს, რომ სა­მი­ნის­ტროს მხრი­დან „არა­ერ­თგზის გაფრ­თხი­ლე­ბის“ მი­უ­ხე­და­ვად, „ვასო აბა­ში­ძის სა­ხე­ლო­ბის მუ­სი­კა­ლურ კო­მე­დი­ი­სა და დრა­მის პრო­ფე­სი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რის“ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა სა­დამ­ფუძ­ნებ­ლო მიზ­ნე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ „ვალ­დე­ბუ­ლე­ბას არ ას­რუ­ლებ­და“, ხოლო "სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან მი­ღე­ბუ­ლი უწყვე­ტი და­ფი­ნან­სე­ბის პი­რო­ბებ­ში, თე­ატ­რში შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ცე­სი თვე­ე­ბის მან­ძილ­ზე შე­ჩე­რე­ბუ­ლი იყო“.

შე­გახ­სე­ნებთ, ვასო აბა­ში­ძის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნელ­მა რამ­დე­ნი­მე თვის წინ „საპ­რო­ტეს­ტო მა­ნი­ფეს­ტი“ გა­მო­ა­ცხა­და. თე­ატ­რი, რომ­ლის მსა­ხი­ო­ბი ან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ზეა და­კა­ვე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე თვეა გა­ფი­ცუ­ლია.