"კრედო ბანკში" განვადების გადახდა დამაგვიანდა და 1- წლიანი განვადება, 4 -წლიანზე გადამიტანეს" - რას პასუხობს ბანკი მომხმარებლის ჩივლის, შესაძლებელია თუ არა მომხმარებლის გაფრთხილების გარეშე, განვადების პირობების ცვლილება?
შესაძლებელია თუ არა მომხმარებლის გაფრთხილების გარეშე, განვადების პირობების ცვლილება? სოციალურ ქსელში, „კრედო ბანკის“ მომხმარებლების ჩივილს ხშირად შეხვდებით, კითხვები ხშირად განვადების პირობებს შეეხება. ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით „პალიტრა ვიდეო“ დაუკავშირდა „კრედო ბანკს.
მათი ინფორმაციით, მომხმარებელი სარგებლობდა კრედო ბანკის განვადების სერვისით, "და-ყა-ვი +", რაც მოიაზრებს, იმას, რომ თუ მომხმარებელი ხელშეკრულებით გაწერილ თარიღში ვერ გადაიხდის, განვადება სტანდარტული, პროცენტიან განვადებაში გადადის. ასეთ შემთხვევაში, განვადება უბრუნდება სტანდარტულ პროცენტიან სერვისს და ხდება 48-თვიანი,რაზეც მომხმარებელი წინასწარ ინფორმირებულია.