რას წერს ნიკა გვარამია დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით?
ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას ეხმაურება:
"დათო დოიაშვილი გაუშვეს მისივე შექმნილი/აშენებული/დაბრენდილი თეატრიდან. მიზეზი ცხადია: პირადად მისი და თეატრის დასის პროტესტში მონაწილეობა და მწვავე განცხადებები.
როგორ იყო "პიონერკა" თიკა რუხაძეს რომ ულოცავდით კულტურის მინისტრად დანიშვნას? სა ხართ ახლა ის ხალხი? მოგხსნეს უკვე თქვენც თუ ხვალ-ზეგ გიპირებენ?" - წერს ნიკა გვარამია
ცნობისთვის,კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გუშინ გაათავისუფლა