loader

"ხელი არ აგიკანკალდა თიკა, როცა დოიზე გადაწყვეტილებას აწერდი ხელს? - ახლა თუ რ გტანჯავს ეს გადაწყვეტილება, გავა დრო და დაგტანჯავს " - ინგა გრიგოლიას მიმართვა კულტურის მინისტრს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ხელი არ აგიკანკალდა თიკა, როცა დოიზე გადაწყვეტილებას აწერდი ხელს? - ახლა თუ რ გტანჯავს ეს გადაწყვეტილება, გავა დრო და დაგტანჯავს " - ინგა გრიგოლიას მიმართვა კულტურის მინისტრს

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო "სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო".

შეგახსენებთ, ვასო აბაშიძის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რამდენიმე თვის წინ "საპროტესტო მანიფესტი" გამოაცხადა. თეატრი, რომლის მსახიობია, საპროტესტო აქციებზე დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, რამდენიმე თვეა გაფიცულია.

წყარო: "ტვ პირველი"