"ახლა უკვე გვეცოდინება ვინ ვინ ხართ! ტაში! ფარდა!" - როგორ ეხმაურება ეკა დემეტრაძე დავით დოიაშვილის "ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის" ხელმძღვანელის პოსტიდან მოხსნას
"მადლობა ყველას ვინც გვერდით გვყავდით და გვეყოლებით, მადლობა მათაც ვინც პირში წყალი ჩაიგუბეთ ან შხამი ანთხიეთ! ჩვენ მაინც ბევრ და უფრო საინტერესო რამეს გავაკეთებთ ერთად და ახლა უკვე გვეცოდინება ვინ ვინ ხართ! ტაში! ფარდა!
Ps. 2024-2025წწ. საქართველო, კარგად დაიმახსოვრეთ რეპრესიების წლები!" - წერს მსახიობი ეკა დემეტრაძე სოციალურ ქსელში და დავით დოიაშვილის "ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის" ხელმძღვანელის პოსტიდან მოხსნას ეხმაურება.
კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.