"ეგეთი უტვინო უნდათ გამომიყვანონ, რომ ეგ ლამაზი, ახალი ოჯახი დავაზიანო" - ალექსანდრა პაიჭაძე მის შესახებ აგორებულ სკანდალს, რომელიც გიორგი მამარდაშვილს უკავშირდენა ეხმაურება
ალექსანდრა პაიჭაძე საქართველოს შემდეგ მილანს იპყრობს. სკანდალური მოდელი საცხოვრებლად იტალიის დედაქალაქში გადავიდა. გასული წლის, ოქტომბერში სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ დავით კოდუას დაშორდა.
"ბევრი ჭორებიც თავიდან აცილების მიზნით ვწერ ძვირფასებო, ჩვენ დავშორდით ოფიციალურად. მიჭირს თუმცა მადლიერებით და სრულად გაცნობიერებულად. საოცარი თავგადასავლებით სავსე ვნებათაღელვა, სიყვარული და თანაცხოვრება დასრულდა.
ვრჩებით მეგობრები სამუდამოდ და სულ ვიქნებით ერთმანეთის გულშემატკივრები. მადლობა დათუჩა ყველაფრისთვის, სიყვარულისთვის, თავგანწირვისთვის, ბედნიერებისთვის. ყველაზე კეთილი ადამიანი ხარ ვისაც ვიცნობ და მინდა უბედნიერესი იყო სიცოცხლის ბოლომდე" - წერდა ალექსანდრა.
მალე თბილისში ახალი ჭორი გავრცელდა, ამბობდნენ, რომ ალექსანდრას და დათოს დაშორებას წინ მოდელისა და საქართველოს ნაკრების მეკარის გიორგი მამარდაშვილს შორის მომხდარი ისტორია უძღოდა. თითქოს ალექსანდრა პაიჭაძემ მეკარეს, პირადი, შიშველი ფოტოები გაუგზავნა. ეს ამბავი კი კოდუამ გაიგო, რასაც დაშორება მოჰყვა. ჭორის გადამოწმება არცერთ მედიას არ უცდია და ამაზე საჯაროდ არავის დაუწერია, სანამ ალექსანდრამ ინსტაგრამზე ამ თემაზე საკუთარ გამომწერებთან არ ისაუბრა.
"მამარდაშვილზე რატომ ააგორეს ჭორი, საიდან, სად?" - ეს კითხვა ალექსანდრას ერთ-ერთმა გამომწერმა დაუსვა. ამჯერად მოდელი საჯარო პასუხს არ მორიდებია.- "აზრზე არ ვარ, მაგრამ პირველწყარო ვიცი, ვინცაა და იმას, მაგ ლამაზ ოჯახს ჩამოვაშორებდი. იმედია, ჩამოიშორა "მამარდამაც" და ცოლმაც. მიყვარს ორივე, ულამაზესები არიან... ეგეთი უტვინო უნდათ გამომიყვანონ, რომ ეგ ლამაზი, ახალი ოჯახი დავაზიანო. ან ჭორიკანა ფეხბურთელებს ჩემი "ნუდი" ჩავუგდო. ქმარი მაინც არ მყოლოდა ნაკრებიდან, იცის ერთმა, იცის ათასმა. ამას მხოლოდ უტვინო გოგო მოიფიქრებდა." განაგრძეთ კითხვა...