"თქვენი ყველას დამსახურებაა რომ დღეს დოი გაუშვეს და ჩვენ თეატრი აღარ გვაქვს!" - ვის მიმართავს მსახიობი გიგა დათიაშვილი
"ვინც ჩუმად იყავით, ვისაც აქცებზე გამოსვლა გეზარებოდათ, ვინც შეეგუეთ, ვინც იგულავეთ, ვინც კლუბები გახსენით, თქვენი ყველას დამსახურებაა რომ დღეს დოი გაუშვეს და ჩვენ თეატრი აღარ გვაქვს!ყველას ძალიან დიდი მადლობა," - ამის შესახებ მსახიობი გიგა დათიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითიც კულტურის სამინისტროს გადწყვეტილებას ეხმაურება.
ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.