loader

ასპინძაში ყირიმ–კონგოს ცხელებით 70 წლამდე კაცი დაავადდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ასპინძაში ყირიმ–კონგოს ცხელებით 70 წლამდე კაცი დაავადდა

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავში 70 წლამდე კაცს ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ sknews.ge ავრცელებს. პაციენტი ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ეროვნულ ცენტრშია გადაყვანილი.მისი მდგომარეობა მძიმეა. გამოცემის ინფორმაციით, ყირიმ-კონგოს ცხელებით ავადობის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა ახალციხის მუნიციპალიტეტში.

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება (CCHF) არის ვირუსული ჰემორაგიული ცხელება, რომელიც ძირითადად ტკიპებს გადააქვთ. გადადება ასევე შესაძლებელია დაინფიცირებული ცხოველის ქსოვილებთან (ქსოვილთან, საიდანაც ვირუსი სისხლში შევიდა) კონტაქტით ამ ცხოველის დაკვლის დროს ან უშუალოდ დაკვლის შემდეგ. ყირიმ-კონგოს გავრცელება საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერვისებისთვის, რადგან ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს ეპიდემიები, აქვს სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი (10-40%)

ტკიპის კბენით ვირუსის გადაცემის შემთხვევაში, ყირიმ-კონგოს ცხელების საინკუბაციო პერიოდი ძირითადად 1-3 დღეა, მაქსიმალური პერიოდი კი ცხრა დღე. ინფიცირებულ სისხლთან ან ქსოვილთან კონტაქტის შემთხვევაში, დაავადების საინკუბაციო პერიოდი ძირითადად 5-6 დღეა, მაქსიმალური პერიოდი კი 13 დღემდე გრძელდება.

სიმპტომები: ტემპერატურის მომატება, კუნთების ტკივილი, თავბრუსხვევა, კისრის ტკივილი, ტკივილი ზურგის არეში, თავის ტკივილი, თვალების წვა და სინათლისადმი მგრძნობელობა. გულისრევის შეგრძნება, ღებინება და ფაღარათი, ტკივილი მუცლის არეში, ყელის ტკივილი, განწყობის მკვეთრი ცვალებადობა და დაბნეულობა. სხვა კლინიკურ სიმპტომებს შორის არის ტაქიკარდია (გულისცემის მომატება), ლიმფადენოპატია (ლიმფური ჯირკვლების გადიდება) და პეტექიალური გამონაყარი (კანში სისხლჩაქცევებით გამოწვეული გამონაყარი) შიდა ლორწოვან ზედაპირებზე.

წყარო: sknews.ge