loader

სიახლე კონტროლიორებთან დაკავშირებით - თქვენც შენიშნეთ დედაქალაქის ქუჩებში მათი ახალი ფორმის ტანსაცმელი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სიახლე კონტროლიორებთან დაკავშირებით - თქვენც შენიშნეთ დედაქალაქის ქუჩებში მათი ახალი ფორმის ტანსაცმელი?

დღეს საღამოს შვილიშვილი ბაღიდან გამოვიყვანე, ტრანსპორტში ასვლისთანავე ამომყვა კონტროლიორი. დამადგა თავზე, ბარათი მაჩვენეო,მივაწოდე,ბილეთი არ აგიღიაო და ჩამომიყვანა ბავშვით.

37b08686-922f-4232-8398-398d7f5efb47-1744811671.jpg

ეს ერთ-ერთი განაწყენებული მგზავრის ჩანაწერია, იმ უამრავ მოქალაქეს შორის ვინც მუნიციპალური ტრანსპორტით, კერძოდ, ავტობუსით გადაადგილებისას, ხშირად ჩივის კონტროლიორების მიერ გამოწერილ ჯარიმებზე და თავად კონტროლიორებზე.

ბოლო ორი დღეა კი დედაქალაქის ქუჩებში მგზავრებმა კონტროლოიორები ახალი სპეციალური ფორმის ტანსაცმლით შენიშნეს.

როგორც აღმოჩნდა, კონტროლიორთა ფორების შეცვლის შესახებ ხელშეკრულება 2025 წლის 11 თებერვალს გაფორმდა. რაშიც, 750 თანამშრომლისთვის ორი მილიონ 100 ათასი ლარი დაიხარჯა. ერთი თანამშრომლის ეკიპირების ჯამურმა ღირებულებამ 2 800 ლარი შეადგინა.