როგორი ამინდია მოსალოდნელი აღდგომის დღეებში?
აღდგომის დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ, სინოპტიკოსმა სვეტლანა ნიორაძემ "ამბები.ge" -თან ისაუბრა:
მისი თქმით, ამინდის ცვლილებები უკვე ხვალიდან დაიწყება.
"17 აპრილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი და ნალექიანი ამინდი, ხოლო ხვალიდან უკვე კარგი ამინდები გამოდის და ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს და დათბება.
პერიოდულად შესაძლებელია ისევ იწვიმოს, მაგრამ ძირითადად კარგი ამინდები იქნება. დედაქალაქში ტემპერატურა 22-24 გრადუსამდე გაიზრდება, რაც შეეხება სხვა რეგიონებს - 20 გრადუსამდე დათბობას ველოდებით", - ამბობს ქალბატონი სვეტლანა.
რაც შეეხება უშუალოდ აღდგომის დღეებს, 20 აპრილს თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა +21, +23 გრადუსის ფარგლებში იმერყევებს.
უმეტესად უნალექო და თბილი ამინდია მოსალოდნელი როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოშიც.